გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 18 მაისამდე დასავლეთ
საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, 13-14 მაისს იმერეთის რეგიონში იწვიმებს, 15-ში უნალექო
ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 20-22 გრადუსამდე.
16-17 მაისს კვლავ გაწვიმდება და 15 გრადუსამდე ჩამოვა ჰაერის
ტემპერატურა.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით შესაძლოა,
ჰაერის ტემპერატურამ 25 გრადუსამდე მოიმატოს.
მასალის გამოყენების პირობები