ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველებისთვის მიმდინარე წელს,
ოფიციალური სასაფლაო მოეწყობა.
უმეთვალყურეოდ
დარჩენილი ცხოველებისთვის სასაფლაოს
მოწყობის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" ააიპ "სპეციალური
სერვისების" ადმინისტრაციაში საუბრობენ.
ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ ე.წ
მაწანწალა ძაღლებისთვის სასაფლაოს მოწყობის თაობაზე შპს
"ქართული ტრადიციების" წარმომადგენლებთან აწარმოებენ
მოლაპარაკებას.
"უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების სიკვდილის შემთხვევაში, გვინდა
არსებობდეს ქუთაისში სპეციალურად განკუთვნილი მიწის ნაკვეთი, სადაც
მოხდება ლეშის ყველა წესის მიხედვით დამარხვა," - ამბობენ ააიპ
"სპეციალური სერვისების" წარმომადგენლები.
ააიპ "სპეციალური სერვისების" ადმინისტრაციაში იმასაც ადასტურებენ,
რომ ამ ეტაპზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველის სიკვდილის
შემთხვევაში, ლეშის დამარხვა ნიკეას ნაგავსაყრელზე ხდება.
მასალის გამოყენების პირობები