ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მარტში 127 569 მგზავრსა და 374
რეისს მოემსახურა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დავით
აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, გასული წლის მარტთან
შედარებით, მგზავრების რაოდენობა 39%-ით არის გაზრდილი, რეისების
რაოდენობა კი - 23%-ით.
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია
ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები