"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია ქუთაისში, ფოსტის შენობაში გაჩენილი
ხანძრის ფატზე
გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რომ
ცეცხლი შეგნებულად გაჩნდა, რადგან შენობის გასხვისება და მის ადგილას
სასტუმროს აშენება იგეგმება.
"საზოგადოებაში არის კითხვები, რომ არსებობს ვიღაც ინვესტორი, რომელიც
აპირებს აქ სასტუმროს აშენებას და ხომ არ მოხდა შეგნებულად ამ ხანძრის
გაჩენა, რომ იაფად ჩაიგდოს ხელში - ამას სჭირდება კარგი გამოძიება.
საზოგადოებას კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხები: რა იყო ამ შენობის
დაწვის მიზეზი, დაუდევრობა კონკრეტული სამსახურის (ფოსტის), რომელმაც
ელემენტარულად ვერ მოაწესრიგა აქ არსებული მდგომარეობა, თუ შეგნებულად
მოხდა ეს ყველაფერი; შენდება თუ არა ამ ისტორიული შენობის ნაცვლად
რაღაც სხვა შენობა და დაკარგავს თუ არა ქუთაისი მორიგ ისტორიულ ძეგლს
ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში",- განმარტა გიგა
შუშანიამ.
ასე გამოიყურება ხანძრის შემდეგ "საქართველოს ფოსტის"
შენობა
შსს-ში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა რა
მუხლით, ამას არ აკონკრეტებენ, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელ ობიექტში ხანძრის გაჩენის
ფაქტზე გამოძიება, სავარაუდოდ, დაწყებული არ არის.
თამარ მეფის ქუჩა #56-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის
მქონე შენობა " საქართველოს ფოსტის" საკუთრებაშია, საიდანაც ობიექტის
ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე პასუხების მიღება ვცადეთ, თუმცა "ფოსტაში"
გვითხრეს, რომ აღნიშნულზე ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ. რა
გეგმები აქვთ შენობასთან დაკავშირებით, პასუხების მიღებისთანავე
შემოგთავაზებთ.
"საქართველოს ფოსტა" ორსართულიანი შენობის პირველი სართულის მხოლოდ
ნაწილზეა განთავსებული.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ფოსტის" შენობაში
ხანძარი
3 აპრილს გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეორე სართულზე
გაჩნდა, რომელიც უფუნქციოა.
ხანძრის შედეგად დაზიანდა შენობის ის ნაწილიც, სადაც „საქართველოს
ფოსტის" სერვის ცენტრი და საფოსტო დახარისხების ცენტრია
განთავსებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით "საქართველოს ფოსტამ" ოფიციალური განცხადება
გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ზიანის მასშტაბის მოკვლევა
მიმდინარეობს, მანამდე კი, მოქალაქეებს დროებით მომსახურების
მიღებაგამსახურდიას და წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრებიდან
შეეძლებათ.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის #56–ში მდებარე ისტორიული შენობა 2008
წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.
ორსართულიანი შენობა, სადაც "საქართველოს ფოსტაა" განთავსებული,
ამორტიზებულია.
გასულ საუკუნეში აგებული ნაგებობის ფასადს, სადაც ადრე
კავშირგაბმულობა ფუნქციონირებდა, განახლებითი სამუშაოები ბოლოს 1987
წელს ჩაუტარდა, რაც თავის მხრივ, შენობის გაფართოებას უკავშირდებოდა.
მას მარჯვენა მხრიდან დამატებითი ფართი მიაშენეს, თანაბარი ვიზუალური
ეფექტის მისაღწევად კი ფასადი განაახლეს და ნაცნისფრად შეღებეს. მას
შემდეგ შენობის ინტერიერსა და გარე იერსახეზე არავის უზრუნია.
მასალის გამოყენების პირობები