ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფოსტის შენობაში
ხანძარი იყო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, რომელიც
უფუნქციოა.
აღნიშნული შენობის პირველი სართული კი, სადაც, ამჟამად, საქართველოს
ფოსტაა განთავსებული, არ დამწვარა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორამციით, ხანძარი
ლიკვიდირებულია.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის #56–ში მდებარე ისტორიული შენობა 2008
წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.
ორსართულიანი შენობა, სადაც "საქართველოს ფოსტაა" განთავსებული,
ამორტიზებულია.
გასულ საუკუნეში აგებული ნაგებობის ფასადს, სადაც ადრე
კავშირგაბმულობა ფუნქციონირებდა, განახლებითი სამუშაოები ბოლოს 1987
წელს ჩაუტარდა, რაც თავის მხრივ, შენობის გაფართოებას უკავშირდებოდა.
მას მარჯვენა მხრიდან დამატებითი ფართი მიაშენეს, თანაბარი ვიზუალური
ეფექტის მისაღწევად კი ფასადი განაახლეს და ნაცნისფრად შეღებეს. მას
შემდეგ შენობის ინტერიერსა და გარე იერსახეზე არავის უზრუნია.
ფოტო: ნია ხარაძე
მასალის გამოყენების პირობები