გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვლამდე,
საქართველოში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
"25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო
იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე
მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან
ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის
სახით“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები