ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის პირველ
სართულზე ცეცხლი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული უფუნქციო იყო და მასში არავინ
ცხოვრობდა, ამიტომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ,
ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს
სალიკვიდაციო სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები