ახალი ამბები
მინიმალური ხელფასის შესახებ პროფკავშირების ინიციატივას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
FaceBook
პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივას, საქართველოში, მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების შესახებ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ინიციატივა საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებს გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ის ოდენობით უნდა განისაზღვროს (2022 წლის მონაცემებით, 40% შეადგენს 636 ლარს).

"მინიმალური ხელფასის დაწესება, მის აღსრულებაზე ზედამხედველობა და მისი პერიოდული გადასინჯვა ხელს შეუწყობს სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას, ღირსეულ დასაქმებას, სამართლიანი სახელფასო სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით კოლექტიური შრომითი დავებისა და გაფიცვების, სოციალური კონფლიქტების შემცირებას. შემცირდება ხელფასებს შორის არსებული მწვავე უთანასწორობა, გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობა, სიღარიბის დონის მაღალი მაჩვენებელი, დამსაქმებელთა სოციალური პასუხისმგებლობის მეტწილად დაბალი დონე, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სოციალური სიდუხჭირე“,- განმარტავენ პროფკავშირების გაერთიანებაში.

მათივე ინფორმაციით, მინიმალური ხელფასი 636 ლარიან ნიშნულზე 192 ათასამდე დაქირავებით დასაქმებულს შეეხება, რომელთაგანაც 49 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაბალი აქვს.

საქსტატის 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 12 555 ადამიანს ჰქონდა, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი კი დაქირავებით დასაქმებულთა 5,6%-ს.

ამასთან, ყველაზე მაღალხელფასიანი 277 დასაქმებული იმდენივე ხელფასს იღებდა, რასაც 300 ათასამდე დაბალანაზღაურებადი დასაქმებული ერთად აღებული, ხოლო 56 000 მაღალხელფასიანი პირი იღებდა იმდენივეს, რამდენსაც 700 000 სხვა დასაქმებული.

ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების მოთხოვნით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში ინიციატივა გასული წლის ოქტომბერში შეიტანა.

საქართველოში მინიმალური ხელფასი ჯერ კიდევ 1999 წლის ბრძანებულებით დამტკიცებული 20 ლარით არის განსაზღვრული, რაც საქსტატის დაწესებულ საარსებო მინიმუმზე 12,6- ჯერ ნაკლებია.


ამავე თემაზე:

636 ლარი - მინიმალური ხელფასის დაწესებისთვის პროფკავშირებმა პარლამენტს წინადადებით მიმართა



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.