გარემოს ეროვნული სააგენტო, 17-19 თებერვალს, საქართველოში, ამინდის
გაუარესების თაობაზე მოქალაქეებს აფრთხილებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის
მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან
ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი.
აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად
თოვლის სახით.
„მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა
ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა
წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო
გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 20 თებერვლიდან ქვეყანაში გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები