ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლის გადაწყვეტილება შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე
ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე არ გაიზიარა.
სასამართლო უწყებამ ბრალდებულს, პროკურატურის შუამდგომლობის
საფუძველზე, აღკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.
შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის
,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი
შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა.
პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის
ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა
მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 000
ათასი ლარი შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ
სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ბრალდებულს
აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა შეეფარდა.
მასალის გამოყენების პირობები