ახალი ამბები
„მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე“- პრემიერი ნერგეეთში ჩავიდა
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მხოლოდ მეოთხე დღეს  ჩავიდა.
მან სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს  მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. 

"ვიყავით სტიქიის ადგილზე, გავეცანით ვითარებას. პირადად მივუსამძიმრეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც დღეს ან ხვალ დასრულდება. სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. სადაც არის განსახლება საჭირო და კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც მიიღებს ხელისუფლება ზომებს“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რაც  შეიძლება მეტად უნდა გაფართოვდეს დაკვირვების, გაფრთხილების სისტემები, სადაც იქნება შესაძლებელი პრევენცია, იქ მაქსიმალური ზომები უნდა იყოს მიღებული. 

ნერგეეთში, დღეს, სტიქიისას დაღუპულ დედა-შვილს, 86 წლის შურა რობაქიძესა და 67 წლის ზოია რობაქიძეს დაკრძალავენ.

ბაღდათის სოფელში მეწყერი 7 თებერვალს, ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან მაშველებმა ერთი მამაკაცის გადარჩენა შეძლეს. ნაპოვნია 9 ადამიანის ცხედარი, აქედან 3 არასრულწლოვანია, ერთი კი 20 წლის გოგო. ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 7 ოჯახი, 20-მდე ადგილობრივი. ტერიტორიის დეტალური შესწავლა უკვე დაიწყო და გეოლოგიურ დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგადაც გახდება ცნობილი, დაუბრუნდებიან თუ არა ეს ადამიანები თავიანთ საცხოვრებლებს. 

სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებითა და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ნერგეეთში, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება, ძირითადად, 5-6-7 თებერვალს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა გამოიწვია.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრი იყო, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენდა. მიწის მასა გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე ჩამოიშალა.


ამავე თემაზე:

ტრაგედიიდან მეოთხე დღეს სოფელ ნერგეეთში პრემიერი ჩავა

ტრაგედიის მესამე დღე ნერგეეთში - მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა

ნერგეეთის მეწყერული ზონიდან 20-მდე ადგილობრივი გაიყვანეს

ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება

რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.