იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 17 წლის მოზარდის
გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არასრულწლოვან შვილზე ორი წლის
განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდმა რამდენიმე დღის წინ
ნაადრევად იმშობიარა და ნაყოფი დაიღუპა.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე
შეეფარდა. აღიარებს თუ არა კაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს,
უცნობია.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
ბრალდებულს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 15-დან 20 წლამდე,
ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები