ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას რეაბილიტაცია
ჩაუტარდება.
ამ მიზნით 250 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ელექტრონული ტენდერი
[NAT240001087] გამოცხადდა. დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება
26 იანვარს დაიწყო და დღეს, 29 იანვარს დასრულდება.
შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად, სარემონტო
სამუშაოები ჩაუტარდება: მერის, მისი მოადგილის, საკრებულოს
თავმჯდომარის და მოადგილის კაბინეტებს, მისაღებებს. ასევე, საკრებულოს
აპარატის, კანცელარიის (და მის დამხმარე ოთახს), ბუღალტერიის და
დეპუტატის ოთახებს. ამასთან, მეორე სართულის ექვს ოთახს. მოეწყობა
საპირფარეშოებიც. ამასთან, არსებულ კიბეებსა და აივანზე
მოაჯირებიც.
ამავე სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო-სარემონტო
სამუშაოები ჩაუტარდება მერიის შენობაში მდებარე მხარეთმცოდნეობის
მუზეუმს.
სამუშაო ხელშეკრულების დადებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.
ვანის მერიის პერსამსახურში განმარტავენ, რომ რეაბილიტაცია
ეტაპობრივად ჩატარდება, რის გამოც, რემონტის მიმდინარეობისას სხვა
შენობაში გადასვლის აუცილებლობა არ იქნება.
ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამსართულიან შენობას
რეაბილიტაცია, დაახლოებით, 15 წელი არ ჩატარებია.
მასალის გამოყენების პირობები