თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის
კმ. 39-კმ. 62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, საავტომობილო
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თავისუფალია.
ამასთან, უწყების ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზაზეც, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი
თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 იანვრამდე საქართველოს
მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი,
ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
მასალის გამოყენების პირობები