პოლიტიკა
"პროექტი დაუსრულებელი და გაძვირებულია"- "ლელო" ქუთაისის აეროპორტის ავტოსადგომის მოწყობაზე
FaceBook

ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "ლელო-საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქუთაისის აეროპორტის ახალი ავტოსადგომის მშენებლობის ვადების გაჭიანურებასა და პროექტის ღირებულების გაზრდას აპროტესტებს.


ალექსანდრე მიქაუტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ პროექტის დასრულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, ავტოსადგომის მოწყობა ჯერ დასრულებული არ არის.

"დაახლოებით 5 თვე გვაქვს ვადაგადაცილება. აეროპორტების გაერთიანება აკეთებს განცხადებას, რომ პროექტი დასრულდა, თუმცა აქ ელექტროგანათება და დეკოტარიული ღობე მოსაწყობია, წყალანირების სისტემა და საფეხმავლო ბილიკი დასასრულებელია. პროექტი დაუსრულებელი და გაძვირებულია - 3,5 მილიონის ნაცვლად, 4 მილიონამდეა გაზრდილი“,- განმარტავს ალექსანდრე მიქაუტაძე.

ის მიიჩნევს, რომ  აღნიშნული პროექტი გულგრილობის, არაკომპეტენტურობისა და საბიუჯეტო სახსრების შესაძლო გაფლანგვის ერთ-ერთი პრეცედენტია.

ამასთან, ის აეროპორტიდან ქუთაისისკენ მიმავალი გზის მოწესრიგებას ითხოვს.

„განსაკუთრებით მოსაწესრიგებელია ქვიტირი-ქუთაისის მონაკვეთი. ჩამოდის უამრავი ვიზიტორი, რომელიც ქალაქის შესასვლელში წარმოუდგენლად რთულ სურათს უყურებს. აუცილებლად მოსაწესრიგებელია წლების წინ დაანონსებული აეროპორტისა და რკინიგზის ინტეგრაციის საკითხიც“,- ამბობს ალექსანდრე მიქაუტაძე.

აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში ოპოზიციონერის ბრალდებებს სირცუეს უწოდებენ. ამბობენ, რომ ავტოსადგომის მოწყობა დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ ტერიტორიის განათების სისტემის მოწყობა, რომელიც თვის ბოლოს დასრულდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ახალი ავტოსადგომი მოეწყო, რომელიც დამატებით 500 ავტომობილზეა გათვლილი. ადგილზე, ჯამში უკვე 700 ავტომობილის გაჩერებაა შესაძლებელი.

ავტოსადგომის გაფართოების პროექტში 3.9 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც აეროპორტების გაერთიანებამ სრულად საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.