ლაბორატორიულმა კვლევებმა კომპანია „სამი ძმის“ პროდუქციიდან ორი
დასახელების ბუშტის უვნებლობა უარყო.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად
კომპანია ავრცელებს, სადაც განმარტავენ, რომ ამ
პროდუქტის რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული
პროდუქციის უკან გამოთხოვა მოხდება.
„თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები (იხილეთ ფოტო), გთხოვთ,
დაგვიბრუნოთ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში (დღეიდან
09.03.2024-მდე პერიოდამდე). უფრო დეტალურად კი: საუბარია ბუშტზე,
სერია/მარკა AUF-20, ბუშტი XIONG FENG“,- მიმართავს კომპანია
მომხმარებელს.
ლაბორატორიულმა კვლევებმა პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხეები
აჩვენა. კერძოდ, ის რომ ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება
დასაშვებ ნორმას.
ნიტროზამინები წარმოადგენს კანცეროგენულ, მუტაგენურ ან
რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. მასთან ხშირმა კონტაქტმა
შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება,
როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა.
მასალის გამოყენების პირობები