დღეიდან საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ორკვირიანი
საშობაო არდადეგები დასრულდა.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და საგანმანათლებლო
დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დღეს, 15 იანვარს, განახლდა.
ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა. რაც შეეხება მერიის ა(ა)იპ
"ბაგა–ბაღების გაერთიანებას", სულ 37 ფილიალია, სადაც 7 552
აღსაზრდელია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები