12 იანვარს, ქუთაისში, მედიის განვითარების ფონდის ორგანიზებით,
დოკუმენტური ფილმის “პუტინის კოცნა” ჩვენება-დისკუსია გაიმართება.
დისკუსიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
თამარ გურჩიანი გაუძღვება.
ფილმის ჩვენება 16:00 საათზე, სასტუმრო King
David-ში მოეწყობა.
“პუტინის კოცნა" დანიელი რეჟისორის, ლისე ბირკ ფედერსენის
ფილმია, რომელიც რუსეთში ახალგაზრდა აქტივისტის ცხოვრებასა და მისი
ცნობიერების ტრანსფორმაციაზე გვიყვება.
„მაშა დროკოვა კრემლთან დაკავშირებულ ეროვნულ-ახალგაზრდულ გაერთიანება
“ნაშის” 16 წლის ასაკში შეუერთდა და მალევე დაიწყო კარიერული
აღმასვლა, თუმცა მისი შეხედულებები ნელ-ნელა იცვლება მას შემდეგ, რაც
ის კრიტიკული ჟურნალისტების წრეში აღმოჩნდება. ცნობილ ბლოგერ ოლეგ
კაშინზე სასტიკი თავდასხმა ახალგაზრდა აქტივისტის შეხედულებების
კარდინალურ ცვლილებას იწვევს“,- ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.
ფილმმა 2012 წლის სანდენსის კინოფესტივალზე მსოფლიო კინემატოგრაფიის
ჯილდო მოიპოვა (დოკუმენტურ ჟანრში).
ღონისძიება პროექტის "ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc
ახალგაზრდებისთვის” ფარგლებში იმართება.
პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების
ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრადი
განვითარების პროცესებში.
მასალის გამოყენების პირობები