"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც საზოგადოების
გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, ქუთაისის მერის განმარტებით,
ვერ შეიცვლება.
როგორც იოსებ ხახალეიშვილმა „ქუთაისიპოსტთან“ განაცხადა, პროექტი,
რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
რეაბილიტაცია/რესტავრაცია მიმდინარეობს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს
მიერაა მოწონებული, სადაც, მერის თქმით, თავისი საქმის პროფესიონალები
მუშაობენ.
„პროექტი ვერ შეიცვლება, მე არ ვარ პროექტის შემცვლელი. ის მოიწონა 10
პროფესიონალისგან, ექსპერზისგან შემდგარმა კომისიამ და თქვა, რომ ეს
პროექტი შეეფერება ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციას. შემდეგ, ჩვენ
გამოვაცხადეთ ტენდერი, კომპანია ასრულებს სამუშაობს, ზედამხედველობას
კი უწევს ძეგლთა დაცვის სააგენტო, ვინაც მოიწონა პროექტი, ასე რომ იქ
პროფესიონალები არიან“,- განმარტავს იოსებ ხახალეიშვილი.
მისივე თქმით, ის ადამიანები, ვისაც პროექტი არ მოსწონთ, ამ საქმის
ექსპერტები არ არიან.
„შეიძლება, ვიღაცას არ მოსწონდეს პროექტის მიმდინარეობა,
მაგრამ ის არ იყოს ექსპერტი არ საქმის. ასე რომ, ექსპერტებს მოსწონთ,
მათ ხელი მოაწერეს ამ გადაწყვეტილებას და დაველოდოთ, სულ მოკლე ხანში
გვექნება რეაბილიტირებული ოქროს ჩარდახი“,- ამბობს ქუთაისის
მერი.
კითხვაზე, თუკი პროექტის შეცვლას არ აპირებდნენ, მაშინ რატომ
გაუწყვიტეს ხელშეკრულება "ოქროს ჩარდახის“ სარეაბილიტაციო სამუშაობის
შემსრულებელ თავდაპირველ კომპანიას, მერი გვპასუხობს, რომ „ის
არაკეთილსინდისიერად ასრულებდა იმას, რაც გასაკეთებელი ჰქონდა“.
„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქციას "ივერთმშენი" 955 555 ლარად
ახორციელებდა, თუმცა სამუშაოების დაწყებიდან სამ თვეში მერიამ,
კომპანიას, ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის
გამო, ჯერ
ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი - დააჯარიმა.
ამის საპასუხოდ, კომპანიის დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ ქუთაისის
მერიას
სასამართლოში უჩივლა.
ჯანჯულია ამბობდა, რომ მერიიდან სრულყოფილი პროექტი მიწოდებული არ
ჰქონდათ და ადგილობრივი თვითმმართველობა მათთან ხელშეკრულების
გასაწყვეტად საბაბს ეძებდა, ამიტომ, მათ გადაწყვეტილებას, კომპანიის
გაწირვად აფასებდა.
"ივერთმშენთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ქუთაისის მერიას
ობიექტის კეთილმოსაწყობად ტენდერის გამოცხადება ორჯერ მოუწია. ბოლოს
გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაში შპს „მანე ლუქსმა" გაიმარჯვა.
მხარეებს შორის ხელშეკრულება კი 2023 წლის 13 ოქტომბერს, 1 752 909
ლარზე გაფორმდა.
„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია გასული წლის მარტში დაიწყო. მალევე,
სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით,
საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე
სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ
შეჩერებას ითხოვდნენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და
რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდებოდა.
საინიციატივო ჯგუფსა და მერიის წარმომადგენლებს შორის, ადგილობრივ
თვითმმართველობაში, შეხვედრაც შედგა, თუმცა შეთანხმება
ვერა.
ამავე თემაზე:
"არანაირი ცვლილება არ არის" - "ოქროს ჩარდახის"
რეკონსტრუქცია ძველი პროექტით გრძელდება
"ოქროს ჩარდახში" სამუშაოები განახლდა - ახალ კომპანიასთან
ხელშეკრულება დადებულია
"ბევრი რაღაც, ალბათ, მშენებლობის პროცესში
შეიცვლება" - "ოქროს ჩარდახის" ახლადშერჩეული კომპანიის
დირექტორი
„ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაციაზე მერია ტენდერს
მესამედ აცხადებს
"ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვეზე
მეტია შეჩერებულია
ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი
ჩაიშალა
"ოქროს ჩარდახის" სამუშაოების შემსრულებელი კომპანია
მერიას სასამართლოში უჩივის
მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების
შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა
ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები