გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ
საქართველოში, არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
კერძოდ, დღეს, 8 იანვარს, უნალექო ამინდი შენარჩუნდება, საღამოს
საათებიდან კი, შესაძლოა, გაწვიმდეს.
დოდო გვაზავას თქმით, 9 იანვრიდან კვირის ბოლომდე დროგამოშვებით
ნალექია მოსალოდნელი - დაბლობში წვიმის, მთაში კი თოვლის სახით.
13 იანვარს, დღის ბოლოს კი შესაძლებელია დაბლობში წვიმა თოვლში
გადავიდეს.
9 იანვრიდან ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-10 გრადუსის ფარგლებში
დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები