გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 იანვარს, დასავლეთ
საქართველოს დაბლობში ჰაერი +16, +21 გრადუსამდე გათბება.
9 იანვრიდან კი კვლავ შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
„დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი,
ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), 7-8 იანვარს, თბილი და უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება, 9 იანვრიდან კი
გაწვიმდება და აცივდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო), 7-8 იანვარს, უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება, 9
იანვრიდან კი ნალექიანი ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო), 7-8
იანვარს, უმეტესედ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 9 იანვრიდან
მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება“,-
განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები