ქუთაისში, ბუნებრივი აირით, ერთი ოჯახის ხუთი წევრი მოიწამლა.
შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელ კორპურში, დღეს დილით
მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მათ დახმარება თავად ითხოვეს, რის შემდეგაც
მეზობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
ოჯახის ხუთივე წევრი კლინიკაშია გადაყვანილი.
სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები