ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე
კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
მიზეზი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ
მონაკვეთზე
ჩამოსული კლდოვანი მასაა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.
მათივე ცნობით, არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები
ხვალ დილით განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები