მე-17
სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ფრანგულად და ქართულად
წაიკითხეს ეკზიუპერის ცნობილი ტექსტი.
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ანტუან დე
სენტ ეკზიუპერის ,,პატარა უფლისწულის" საჯარო კითხვა გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბიბლიოთეკის დასავლური საინფორმაციო
ცენტრისა და ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბავშვებმა
ფრანგულად და ქართულად წაიკითხეს ეკზიუპერის ცნობილი ტექსტი. რის
შემდეგაც ფრანგული ლიტერატურისა და კულტურის შესახებ ვიქტორინა
გაიმართა.
„ამ შეხვედრის მიზანი კითხვის პროპაგანდა და უმცროსი თაობისთვის
ფრანგული ლიტერატურის გაცნობაა“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა.
ღონისძიება ფრანგული ენის განვითარების ფონდის ფარგლებში მოეწყო.
მასალის გამოყენების პირობები