ახალი ამბები
,,დაგვიდექით გვერდით’’ - 27 დეკემბერს ,,სავანეს’’ გამოსახლება იგეგმება
FaceBook
მას შემდეგ, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კაფე-ბარ ,,სავანეს’’ დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო, აღსრულების ბიურომ კაფის გამოსახლების პროცესი დაანონსა.
გამოსახლება 27 დეკემბერს, 11 საათიდან დაიწყება. გამოსახლების პროცესის პარალელურად აქციას აანონსებენ კაფის მეპატრონეები.

"დაგვიდექით გვერიდთ! დღეს ჩვენ საკუთრებას ხელყოფენ, ხვალ თქვენ მოგადგებიან",  - აცახდებენ ,,სავანეს’’ მფლობელები.

დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების მოთხოვნით, ობიექტის მფლობელებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს და გადაწყვეტილებას 27 დეკემბრამდე ელოდებიან.

"აღსრულების ბიუროდან მოგვივიდა ცნობა, რომ 27 დეკემბერს ,,სავანეს’’ გამოსახლება იწყება. მოსამართლემ კაფის დემონტაჟი ჩვენ დაგვავალა, თუმცა ამის სახსრები არ გვაქვს და არც ვაპირებთ ჩვენი საკუთრების დანგრევას. ველოდებით სააპელაციოს გადაწყვეტილებას. თუ მოსამართლის გადაწყვეტილება მაინც აღსრულდა და გამოსახლების პროცესი დაიწყეს, კაფესთან აქციას გავმართავთ. ვიბრძოლებთ ბოლომდე", ამბობს კაფის ერთ-ერთი მესაკუთრე გიორგი ტურაბელიძე.

ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის ობიექტის დემონტაჟის საკითხზე სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. მერია კაფის დანგრევას და მეპატრონეებისგან 200 ათას ლარამდე საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვდა. 16 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ კვების ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება მეპატრონეებისგან საიჯარო თანხის გადახდას, ამ ნაწილში მერიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მანამდე კი, 4 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც სავანე დგას. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათი საკუთრებაა, მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზეა აშენებული და ის სკვერს წარმოადგენს, სკვერი კი კერძო საკუთრება ვერ იქნება. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ქალაქის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს ბოლო ოთხი წელი აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.



ამავე თემაზე:

"სავანეს'' შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.