მერიაში აღნიშნული ნიშნები მას შემდეგ განათავსეს, რაც
"ქუთაისიპოსტმა" ვიცე-გუბერნატორის კაბინეტში არსებულ სათვალთვალო
მონიტორზე
ინფორმაცია გაავრცელა.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ვიდეოკონტროლის მანიშნებელი
გუშინ განათავსეს. ვიდეოკონტროლის მაჩვენებელი ნიშნები
ადმინისტრაციული შენობის დერეფნებში არის განთავსებული.
მერიის ადმინისტრაციული სამსხაურის უფროსი, ზვიად ჯავახია ირწმუნება,
რომ აღნიშნულის ვალდდებულება კანონით არ აქვთ.
"იქედან გამომდინარე, რომ მოქალქები შემოდიან მერიის ადმინისტრაციულ
შენობაში, მიუხედავად იმისა რომ ეს სავალდებულო არაა, ჩვენ მაინც
თვალსაჩინო ადგილზე გავაკარით, ის რომ მიმდინარეობს ვიდეო ჩაწერა
მერიის ადმინსტრაციული შენობის დერეფნებში და არა კაბინეტში", -
ამბობს ზვიად ჯავახია.
"ქუთაისიპოსტმა" რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმერეთის
ვიცე-გუბერნატორის პაატა ნადირაძის კაბინეტში არსებულ ს
ათვალთვალო მონიტორზე.
მასალის გამოყენების პირობები