ქუთაისში 6 და ნაკლები სართულიანი კორპუსებისათვის სხურავების
გადახურვის თანადაფინანსების წესში ცვლილება შევიდა.
6 და ნაკლებ სართულიან კორპუსებს გადახურვის პროგრამაში ჩართვისთვის
საბანკო დეპოზიტზე 50%-ის ნაცვლად შესაძლებლობა ეძლევათ 30%
წარმოადგინონ.
"9 სართულიან კორუსში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე
დაბალსართულიანში და ადამიანებს რომ შეძლებოდათ ფიზიკურად გადახურვა,
მერიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს თანხა გადახურვის შემდეგ ისევ
უკან დაუბრუნდება მოსახლეობას," - აღნიშნავს ქუთაისი მერიის საბინაო
სამსახურის უფროსი, ვლადიმერ ნაკაშიძე.
ქუთაისი მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ქუთაისში 6
და ნაკლებსართულიანი 500-ზე მეტი კორპუსია.
მერიის ახალი ინიციატივა ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციამ გააკრიტიკა.
საკრებულოს "ლეიბორისტი" დეპუტატის განცხადებით, მერიის მიერ
კორპუსების სართულების მიხედვით გამორჩევა უსამართლობაა.
"გადახურვის პრობლემა არანაკლებ აწუხებთ 9 სართულიანი კორპუსის
მცხოვრებლებს, ამიტომ დაფინანსება ამ კუთხით ერთნაირად უნდა მოხდეს,"
- განაცხადა სამსონ გუგავამ.
მასალის გამოყენების პირობები