პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს სხდომა ,,სავანეს" მფლობელებს დაცვის თანხლებით დაატოვებინეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო.

ერთმანეთს საკრებულოს ,,ქართული ოცნების" დეპუტატები და კაფე-ბარ ,,სავანეს" მფლობელები დაუპირისპირდნენ.

ირაკლი და გიორგი ტურაბელიძეებს საკრებულოს უმრავლობის წევრებთან ჰქონდათ კითხვა თუ რატომ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობა კაფე/ბარ ,,სავანეს" დანგრევას,  რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ტურაბელიძეებს ზედაპირული პასუხი გასცა და სასამართლოსთან გადაამისამართა.

"ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის, სასამართლოს მიმართეთ," - უთხრა ირაკლი შენგელიამ ,,სავანეს" მფლობელებს.

კაფე/ბარის მფლობელები სხდომაზე აცხადებდნენ, რომ მათ პასუხი მხოლოდ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისგან სჭირდებათ, რადგან ქალაქის მერი მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად არ ხვდებათ.

,,მერიაში არაერთხელ მივედით, მერთან შეხვედრა გვსურდა, მაგრამ არ შეგვხვდა", - განაცხადა გიორგი ტურაბლიძემ.

სიყვიერი დაპირისპირების შედეგად ადგილზე დაცვის თანამშრომელი გამოიძახეს და ძმებ ტურაბელიძეებს საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

სასამართლო სხდომას არც მერი და არც მისი მოადგილე არ ესწრებიან.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფის ,,სავანეს" შენობის დანგრევის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დარინა აბულაძემ 16 ნოემბერს მიიღო. მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის სასამართლო დავები 13 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. მერია კაფის დემონტაჟს და მეპატრონეებისგან 200 ათას ლარამდე საიჯარო დავალიანების გადახდას ითხოვდა. ამ უკანასკნელში მოსამართლემ მერიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მანამდე კი, 4 წლით ადრე, ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა იმ მიწის საკითხზე მიმდინარეობდა, რომელზეც სავანე დგას. კაფის მფლობელები ამბობდნენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს და ის მათი საკუთრებაა, მერიაში კი აცხადებდნენ, რომ ,,სავანე’’ კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზეა აშენებული და ის სკვერს წარმოადგენს, სკვერი კი კერძო საკუთრება ვერ იქნება. სასამართლო დავების შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.