ახალი ამბები
"მოქალაქეებს უკანონოდ აჯარიმებენ" - "პარკინგსერვისს" სასამართლოში უჩივიან
FaceBook
საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამონაწერში შ.პ.ს "პარკინგსერვისთან" სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა დასტურდება.

შპს "პარკინგსერვისს" უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ.  პარკინგსერვისის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი პარტია "თავისუფალი საქართველოს" ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ შეიტანა.

როგორც პარტიაში ირწმუნება, შპს "პარკინგერვისი" ქუთაისში მოსაკრებელის აღებასა და მოქალაქეების დაჯარიმებას უკანონოდ ახორციელებს.

წულაიას თქმით, ქუთაისის მერიასა და შპს "პარკინგსერვის" შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, პარკინგსერვის მერიის მხრიდან იჯარით გადაცემული პარკირების ადგილები საჯარო რეესტრში უნდა დაერეგისტრირებია, თუმცა აღნიშნული ადგილები, გარდა წერეთლის ქუჩისა "პარკინგსერვის" ამ დრომდე არა აქვს დარეგისტრირებული.

"ვიდრე ყველა პარკირების ადგილი არ იქნება დარეგისტრირებული კომპანიის მხრიდან საჯაროო რეეესტრში, მათ არა აქვთ მოქალაქეების დაჯარიმებისა და მოსაკრებელის აღების კანონიერი უფლება," - აცხადებს წულაია.

წულაიას მტკიცებით, "პარკინგესრვისი" პარკირების ადგილებს იმ მიზეზით არ არეგისტრირებს, რომ ფულის გადახდა არ უნდა.

"როგორც ვიცი 13 000 ლარია გადასახდელი და სწორედ ამ თანხის გადახდა არ უნდა პარკინგერვისს, ხალხს კი უკანონოდ ახდევინებენ ფულს. ამიტომ, ვითხოვ სასამართლომ გამოიძიოს ეს საქმე და იქამდე ვიდრე კანონიერად არ აღსრულდება ყველა ფინანსური ვალდებულება კომპანიის მხრიდან, შეწყდეს უკანონო დაჯარიმებები და იმ მოქალაქეებს ვინც ამ დრომდე დაჯარიმდა, დაუბრუნდეთ უსამართლოდ გადახდილი თანხა," - ამბობს წულაია.

საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამონაწერში შ.პ.ს "პარკინგსერვისთან" სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა დასტურდება.

როგორც დოკუმენტშია მითითებული შ.პ. ს "პარკინგსერვისს" რეგისტრირებული აქვს მხოლოდ წერეთლის ქუჩაზე არსებული პარკირების  ადგილი (ქუთაისი, წერეთლის ქუჩა, N 99 შენობის დასავლეთით მიწის ნაწილი), ხოლო დანარჩენ ადგილებზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულია სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრისათვის დაწესებული ვადის ამოწიურვის შემდეგ, ზემოთხსენებულ განცხადებებზე სააგენტოს მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

"პარკინგსერვისის" ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია უკანონოდ ახორციელებს ქუთაისის ტერიტორიაზე პარკირების ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება.

" ასეთ უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურ განცხადებებს შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და უარყოფითად განაწყობს მას ჩვენს ქალაქში თნამედროვე მართვის სისტემების დანერგვისადმი,"- განმარტავენ პარკინგსერვისის ადმინისტრაციაში.

მათივე თქმით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგინდა პარკირების საერთო და სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი. რის შემდგომაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 23 სექტემბრის N1317 ბრძანებითა და 2015 წლის 6 ოქტომბრის N28 საიჯარო ხელშეკრულებით პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაეცა შპს "პარკინგსერვისს" ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება და კომპანია არ არის ვალდებული პარკირების ადგილების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების.

ქუთაისში, პარკირება 25 იანვრიდან ფასიანი გახდა.

ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილების ღირებულება გასულ წელს განსაზღვრა. ასევე, გასულ წელსვე, აუქციონების ჩავარდის შემდეგ პარკირებაზე პასუხისმგებლობა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს "პარკინგსერვისს" გადასცა.

ამ დრომდე ქუთაისში მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს "პარკინგსერვისის" მიერ განსაზღვრული იყო პარკირების 274 ადგილი. აქედან, 147 საერთო სარგებლობის გახლდათ, ხოლო 77 სპეცადგილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.