ქუთაისში ი.ჭავჭავაძის ქუჩა #39, #41-ში მდებარე საცხოვრებელი
კორპუსებიდან ბათქაში ცვივა, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე
გადაადგილება უსაფრთხო არ არის.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ რამდენიმე თვის წინ ჩამოშლილი მასა
შუახნის მამაკაცს დაეცა და ხელი
დაუზიანა. აღნიშნული პრობლემის გამო თავს უსაფრთხოდ ვერც
კორპუსის მცხოვრებლები გრძნობენ, რადგან აქვთ მოლოდინი, რომ შენობა
ნელ-ნელა ჩამოიშლება.
ი. ჭავჭავაძის ქუჩა
"ჩემი კორპუსიდან სამშენებლო მასალები თითქმის ყოველდღე იყრება. ორი
კვირის წინ აივანზე ვიდექი და დავინახე, რომ ჩამოშლილი
მასა ლამის ბავშვს დაეცა. აქ მცხოვრებლებიც საფრთხეში ვართ.
ძალიან მეშინია, ბინა თავზე არ ჩამომენგრეს. კოპუსის მცხოვრებლემა
მერიასაც მიმართეს, თუმცა წლები გადის და არაფერი იცვლება,’’ -ამბობს
ი.ჭავჭავაძის ქუჩა #39-ის ერთ-ერთი მცხოვრები.
,,აქ გავლას ვერიდები, განსაკუთრებით, თუ მცირეწლოვან შვილებთან ერთად
ვარ. რა უნდა ახლა ამის მოწესრიგებას? ეს ორი კორპუსი რომ შეაკეთონ,
დავიჯერო ამდენად რთულია? აქ ხალხი მოძრაობს და მერიის უმოქმედობას,
შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს", - ამბობს ქუთაისში
მცხოვრები ნარგიზა მარშანია.
2023 წლის დასაწყისიდან დღემდე ქუთაისში მდებარე 18 შენობის
ფასადების მოსაწესრიგებლად, ჯამში 2 156 348 ლარის ტენდერი
შედგა. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ დაზიანებული ფასადების
მოწესრიგება 2024 წლის ბიუჯეტშიც ასახული იქნება, თუმცა ჯერჯერობით
ვერ აკონკრეტებენ რა თანხა გამოიყოფა ამისთვის და ჯამში რამდენი
კორპუსი შეკეთდება.
ქუთაისში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსებიდან ბათქაში წლებია
იყრება. 2017 წელს, შენობიდან აგურის ჩამოვარდნას
12 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები