საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მისამართების
ცვლილებასთან დაკავშირებით უფასო სერვისებს სთავაზობს.
მომსახურებები ვრცელდება პირებზე, რომლებსაც უძრავი ნივთის საკუთრების
ან სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მისამართი არასრულად ან
არასწორად აქვთ მითითებული. ასევე, უფასო სერვისებით სარგებლობა
შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არასწორი ან დუბლირებული
მისამართისა და ნომრების გამო, კერძო საკუთრებისთვის ახალი ნომრის
მინიჭება სჭირდებათ.
მისამართების კორექტირებას და მინიჭებას ექვემდებარება ნუმერაციის
არმქონე, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები, ე.წ. "იტალიური
ეზოები" და ასევე ისინი, რომლებსაც მისამართად მითითებული აქვთ რაიმე
გეოგრაფიული ობიექტი (მაგ: მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ
და ა.შ).
იუსტიციის სახლებში მომსახურების მიღების ვადა 30 კალენდარული
დღეა.
საჯარო რეესტრის განცხადებით, შეცვლილი მისამართების გამო
მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება ან შეცვლა არ უწევთ, რადგან
საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე
კორექტირებული მონაცემები.
მასალის გამოყენების პირობები