ახალი ამბები
"სავანეს" დემონტაჟის საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება 16 ნოემბერს გახდება ცნობილი
FaceBook
ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს" მფლობელებს შორის  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არსებული  დავა დასრულდა.
გადაწყვეტილებას მოსამართლე დარინა აბულაძე 16 ნოემბერს გამოაცხადებს. სწორედ  ამ გადაწყვეტილების  შემდეგ  გაირკვევა დაანგრევენ თუ არა ცენტრალურ ბულვარში  მდებარე კაფის შენობას.

ბოლო  სასამართლო სხდომაზე, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართა, დაცვის მხარის ადვოკატებმა ობიექტის დემონტაჟის უკანონობის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინეს.

დაცვის მხარის ადვოკატმა, ლელა ბანძელაძემ ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ 1995 წელს შპს ,,ნიკოლომ" კაფის შესაძენად 8900 აშშ დოლარზე მეტი გადაიხადა, რაც ადვოკატის მტკიცებით, მხოლოდ შენობის საფასური ვერ იქნებოდა და მასში მიწის ღირებულებაც შედის. ასევე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, 1996 წელს გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ,,ნიკოლომ" საიჯარო პერიოდის გასვლის შემდეგ საიჯარო მიწა პირვანდელ მდგომარეობაში უნდა დააბრუნოს, ,,სავანეს" ტერიტორიაზე არსებულ მიწაზე კი შენობა შესყიდვის მომენტშიც იდგა, რაც იმას ნიშნავს, ,,სავანეს" დანგრევა ხელშეკრულებით სულაც არის იყო გათვალისწინებული.

თავის მხრივ, მერია ,,სავანეს" დანგრევას იმ მიზეზით ითხოვს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზე დგას შენობა, 4 წლის წინანდელი სასამართლო დავების შედეგად მერიის საკუთრებად არის აღიარებული. ასევე, მერიის  იურისტის განმარტებით, ბულვარის რეაბილიტაციის პროექტში  "სავანეს" გამქრალია. 

"ხომ გახსოვთ 13 ოქტომბერს, პროცესზე მერიის იურისტებმა ,,სავანეს" ნაცვლად ახალი კაფის აშენება და მისი 10 წლის ვადით იჯარით გადმოცემა რომ შემოგვთავაზეს? 27 ოქტომბრის პროცესზე კი მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ გვითხრა, რომ ობიექტის ადგილზე ფანჩატური უნდა ააშენონ, ამის გადმოცემას აპირებდნენ?" ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვებული გამოვლენილი, მაგრამ პრეისკურანტში კაფის დემონტაჟისთვის თანხა გამოყოფილი არაა, -ამბობს ტურაბელიძეების ადვოკატი ლელა ბანძელაძე.

ქუთაისის მერიასა და "სავანეს" შორის დავა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დაიწყო. მაშინ მერიის მხრიდან  დავის საგანი მიწის ნაკვეთის საკუთრების საკითხი იყო, რომელზეც კაფე დგას. ორივე ინსტანციის სასამართლომ მიწის მესაკუთრედ მერია აღიარა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ საქმეში თანმიმდევრულობა გამოიჩინა. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარების შემდეგ, მეპატრონეებთან ახალი დავა, ამჯერად, შენობაზე დაიწყო.

მერიაში ამ საკითხზე განმარტებას, სასამართლო პროცესის დასრულებამდე, არ აკეთებენ. 

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კაფე 23 წლის განმავლობაში მუშაობდა. კვების ობიექტს ბოლო ოთხი წელი აღარ უმუშავია. 90–იან წლებში ის ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე ფუნქციონირებდა. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.