ქუთაისის მერიის მსგავსად, საახალწლო
სამზადისი სამტრედიის მუნიციპალიტეტმაც დაიწყო.
საახალწლო განათებებისათვის სხვადასხვა სახის მასალებისა და
მოწყობილობების შესყიდვაზე, 38 500 ლარის სავარაუდო ღირებულების
ტენდერი [NAT230020577] აქვს გამოცხადებული.
სამტრედიის მერია 2 240-მდე გასანათებელ მოწყობილობებს,
ელექტრონათურებს, საშობაო ნაძვის ხის ნათურებს, ლამპებისა და
გასანათებელი მოწყობილობების ნაწილებსა და მანათობელ მილაკებს
ყიდულობს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია
მუნიციპალიტეტს საახალწლო მორთულობები 30
ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს.
მასალის გამოყენების პირობები