ახალი ამბები
რიონისპირა სახლების საქმეზე დაწყებულმა 4-წლიანმა დავამ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა
FaceBook

ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეკოსტრუქციის პროექტის ფარგლებში, საპროექტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ,,კარკასი’’ დამკვეთს, ,,მუნიციპალურ განვითარების ფონდს’’ უზენაეს სასამართლოში უჩივის.


"სასამართლო პროცესი მომდევნო წელს გაიმართება. უკვე წლებია ჩვენი სიმართლის დამტკიცებისთვის ვიბრძვით", - ამბობს ,,კარკასის'' დირექტორი გიორგი მაჭარაშვილი.

კომპანიაში სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც მგფ-მა კომპანიას შესრულებული სამუშაოებისთვის 439 593 ლარის ნაცვლად, უფრო ნაკლები, დაახლოებით, 255 051 ლარამდე უნდა გადაუხადოს.

439 593 ლარი ის თანხაა, რომლის გადახდა მგფ-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკისრა, თუმცა,  მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა თანხის გადახდის ნაცვლად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ჯებირების პროექტი ხელშეკრულების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და სამუშაოების დამკვეთი ვალდებული არ იყო მისი შესრულებისთვის კომპანიისთვის თანხა გადაეხადა, შესაბამისად, ფონდს ახლა შემცირებული თანხის გადახდა უწევს.

კომპანია "კარკასში" ამბობენ, რომ ჯებირებით რიონის გამაგრების პროექტი სასწრაფო და უმნიშვნელოვანესი იყო ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის.

რიონისპირა სახლების საქმეზე დავა 4 წელია გრძელდება. კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად ფონდი არაჯეროვნად და არაოპერატიულად შესრულებულ სამუშაოებს ასახელებს. შპს ,,კარკასში'' კი აცხადებენ, რომ ორგანიზაციას შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას დროულად აწვდიდნენ, მაგრამ ამ ინფორმაციაზე ფონდში ასევე დროულად არ პასუხობდნენ.

გარდა ამისა, კომპანიაში საეჭვოდ მიიჩნევენ, ,,მუნიციპალური განვითარების ფონდის'' მიერ წარდგენილ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ,,კარკასის'' მითითებით, ექსპერტიზას გადაეცა არა მათ მიერ წარდგენილი ორი ესკიზური ვარიანტი, არამედ მხოლოდ ერთი, რომელიც არ იყო III ეტაპის საბოლოო დოკუმენტაცია, ეს იყო განსახილველი, მუშა ვარიანტი, რის დასასრულებლადაც მოსარჩელეს კომენტარების და შენიშვნების მიღებიდან ეძლეოდა ოთხი კვირა.

რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტირებისთვის სახელმწიფო შესყიდვა 2019 წელს რეაგიონალურმა განვითარების ფონდმა გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერი შპს „კარკასმა“ მოიგო. მხარეებს შორის ხელშეკრულება, 2019 წლის 11 ივნისს, 799 999 ლარზე გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო მომსახურება 4 ეტაპს მოიცავდა, რომლის მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 2020 წლის თებერვალში უნდა დაესრულებინა. სწორედ ვადაში შეუსრულებლობა გახდა სადავო.

კერძოდ, მგფ, რომელიც სამუშაოების დამკვეთია,"კარკასს" ხელშეკრულებით კუთვნილ თანხას იმ მიზეზით არ უხდიდა, რომ კომპანია საპროექტო სამუშაოებს განსაზღვრულ ვადებში არ ასრულებდა.


ქალაქის ერთ-ერთი ისტორიული უბნის აღდგენის პირობა ქუთაისის მერიამ 2018 წელს გასცა, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს რიონისპირა ჩამონგრეული სახლების რეკონსტრუქცია.


ამავე თემაზე:



ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციისთვის ტენდერი გამოცხადდა

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.