არ გამომიყვანეს ჯეიმს ბონდი?
ქუთაისიპოსტის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ნიუსში, სათაურით "ვაი ჩვენს
პატრონს - იმერეთის ვიცე-გუბერნატორი სათვალთავლო მონიტორზე"
დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა. იმერეთის ვიცე-გუბერნატორი პაატა
ნადირაძე სამუშაო კაბინეტში სათვალთავლო მონიტორის შესახებ სოციალურ
ქსელში გაკეთებულ განმარტებაში "ვაი ჩვენს პატრონს" ნაცვლად წერს "ვაი
ჩვენს თავს". ქუთაისიპოსტი
ასწორებს აღნიშნულ შეცდომას და მკითხველს უხდის
ბოდიშს.
"ვაი ჩვენს თავს, მართლა ვაი" - წერს ვიცე გუბერნატორი სოციალურ
გვერდზე:
"კოსმოსიდან ვაკვირდები თურმე რა ხდება გუბერნიაში და მერიაში.
წყალქვეშა ყველა გემიდან ინფორმაციები ჩემთან მოდის. სათვალთავლო
კამერები თურმე სათვალეებშიც ჩამონტაჟებული მქონია, საიდანაც მსოფლიოს
ვაკვირდები. არ გამომიყვანეს ჯეიმს ბონდი? ვაი ჩვენს თავს, მართლა რომ
ვაი", - წერს პაატა ნადირაძე.
ქუთაისის მერიის შენობაში არსებული სათვალთვალო კამერების მონიტორი
იმერეთის ვიცე-გუბერნატორ პაატა ნადირაძეს კაბინეტში აქვს
დამონტაჟებული, საიდანაც მერიის ადმინისტრაციულ
შენობას აკონტროლებს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიაში არსებული კამერების მონიტორინგი
ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციაში შედის.
როგორ გამოიყურება იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, პაატა ნადირაძეს
სამუშაო კაბინეტი,
ნახეთ ვიდეოსიუჟეტი.
მასალის გამოყენების პირობები