იმერეთის ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე სამუშაო კაბინეტში
სათვალთავლო მონიტორის შესახებ სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს,
რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"კოსმოსიდან ვაკვირდები თურმე რა ხდება გუბერნიაში და მერიაში.
წყალქვეშა ყველა გემიდან ინფორმაციები ჩემთან მოდის. სათვალთავლო
კამერები თურმე სათვალეებშიც ჩამონტაჟებული მქონია, საიდანაც მსოფლიოს
ვაკვირდები. არ გამომიყვანეს ჯეიმს ბონდი? ვაი ჩვენს თავს, მართლა რომ
ვაი", - წერს პაატა ნადირაძე.
ქუთაისის მერიის შენობაში არსებული სათვალთვალო კამერების მონიტორი
იმერეთის ვიცე-გუბერნატორ პაატა ნადირაძეს კაბინეტში აქვს
დამონტაჟებული, საიდანაც მერიის ადმინისტრაციულ
შენობას აკონტროლებს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიაში არსებული კამერების მონიტორინგი
ადმინისტრაციული სამსახურის კომპეტენციაში შედის.
როგორ გამოიყურება იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, პაატა ნადირაძეს
სამუშაო კაბინეტი,
ნახეთ ვიდეოსიუჟეტი.
მასალის გამოყენების პირობები