თბილისიდან ფოთში მიმავალი მატარებელი ამ წუთებში სადგურ რიონშია
გაჩერებული.
მიზეზი, საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
არსებული უამინდობაა, რის გამოც ტექნიკური პრობლემა შეიქმნა.
"საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს
პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა,
კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად,
მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს.
საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად
აუნაზღაურებს"- აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები