საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიას - პრომეთეს
მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და მტირალას
ეროვნულ პარკს 370 547 ვიზიტორი ეწვია.
ეს იმას ნიშნავს რომ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით,
ჯამში, ვიზიტორების რიცხვი 31%-ით არის გაზრდილი.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ავრცელებს 2023 წლის 7 თვის მონაცემებზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, 2023 წლის 7 თვეში, საქართველოს ყველა დაცულ
ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა (521 086 ვიზიტორი), 2022 წლის 7
თვის მონაცემებთან შედარებით (461 359 ვიზიტორი), 13 %-ით გაიზარდა,
2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან მიმართებაში კი, უკვე დაფიქსირდა
83%-იანი აღდგენა.
"საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო
ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. პირველ
ხუთეულში შედიან ქვეყნები: პოლონეთი, ემირატები, ინდოეთი, ყაზახეთი,
რუსეთი.
მასალის გამოყენების პირობები