შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში,
1427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა 90, ხოლო
დაშავდა 1850 მოქალაქე.
სტატისტიკის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობებით
პირველ ადგილზე თბილისია (706 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მეორე
ადგილზე კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (167
შემთხვევა).
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
აჭარა - 150 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი -
62, შიდა ქართლი - 64, ქვემო ქართლი -106, კახეთი-78, სამცხე-ჯავახეთი
- 27, მცხეთა- 46, გურია - 21.
რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 503 შემთხვევა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას უკავშირდება მოძრავი სატრანსპორტო
საშუალებების მონაწილეობით, მეორე ადგილზე კი საგზაო-სატრანსპორტო
შემთხვევა/შეჯახებაა ქვეით მოსიარულეზე - 414 შემთხვევა.
ამასთან, ამავე პერიოდში 167 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა
აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზების
რაოდენობის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში
- 34;
სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული
საშუალებების ზემოქმედების ქვეშ - 0;
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება - 80;
შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა -
82;
საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა - 62;
მოძრაობის დაწყების მანევრი - 26;
მოხვევის მანევრი - 60;
მობრუნების მანევრი - 8;
უკუსვლით მოძრაობა - 14;
გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა - 28;
ქ/მ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა - 58;
მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა - 2;
ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა - 1;
დისტანციის დაუცველობა - 88;
სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევა- 3;
განლაგების წესის დარღვევა - 1;
რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა - 1;
სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა - 712;
მასალის გამოყენების პირობები