ბათუმში საპროტესტო აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი
უკრაინელი ქალიც.
მათ პოლიციის დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.
აქცია წუხელის გვიან ღამით დაიწყო, მთელი ღამის განმავლობაში
მიმდინარეობდა და გრძელდება ამ დრომდე.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ გემი,
ASTORIA
GRANDE-ს, რომელზეც რუსი ტურისტები იმყოფებიან ბათუმის
ნავსადგურში არ შემოვიდეს.
ნავსადგურთან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც ჯერ
კიდევ 30 ივლისის ღამით ბარიკადები განალაგა, რათა მოქალაქეებს გემთან
მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ.
გემი
ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული
მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან,
29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს ბათუმში
შევიდა.
ფოტო: ბათუმელები
მასალის გამოყენების პირობები