ახალი ამბები
"მოვარდა წყალი და წაგვლეკა, დაგვიზიანა მთელი ტექნიკა" - ქუთაისში სტიქიის შედეგები
FaceBook
ქუთაისში, ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სარდაფები დაიტბორა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა წერეთლისა და ბუკიას ქუჩებზე, სადაც წყალმა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა.

ადგილობრივების განმარტებით, მათ მიერ განხორციელებული არაერთი ზარის მიუხედავად, დასახმარებლად არავინ მისულა და სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს, მთელი ღამის განმავლობაში, საკუთარი ძალებით უმკლავდებოდნენ.

„მოვარდა ღამის ოთხის ნახევარზე წყალი, წაგვლეკა, ტექნიკა, ყველაფერი გაფუჭებულია. 5-6-ჯერ მაინც დავრეკეთ 112-ში და ერთი მაშველიც არ გამოგვიგზავნეს“, - ამბობენ ადგილობრივები.



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ სახლების დატბორვასთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონებში, მათ შორის ქუთაისშიც, არაერთი შეტყობინებაა შესული და ცდილობენ რეაგირება დროულად მოახდინონ.

„ჩვენი ჯგუფები, ძირითადად, საცხოვრებელ სახლებში წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ. ბევრი შეტყობინებაა შემოსული, ვცდილობთ დროულად მოვახდინოთ რეაგირება და მაქსიმალურად დავეხმაროთ მოსახლეობას. გაგზავნილია თბილისის ჯგუფებიც“,- განმარტავენ უწყებაში.

ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისში, იუსტიციის სახლიც დაიტბორა. დაზიანებულია დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება დროებით შეფერხებულია. 

უხვმა ნალექმა პრობლემები ელექტროენერგიის მხრივაც შექმნა. ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ქუჩას დენი ამ დრომდე არ მიეწოდება

ამასთან, ინტენსიური წვიმის გამო, გელათის ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 

ძლიერმა წვიმამ პრობლემები იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წვიმიანი და ქარიანი ამინდი საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღესაც შენარჩუნდება. ხვალიდან, 18 ივლისიდან, კი უმეტესად თბილი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.