ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.
წარმოდგენილი იქნება ბერტოლდ ბრეხტის "დაფდაფები ღამით". სპექტაკლის
რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია.
სპექტაკლი კომედიაა და პირველად იდგმება მესხიშვილის თეატრში.
მასში მესხიშვილის თეატრის მსახიობები იქნებიან დაკავებული.
სპექტაკლის პრემიერა 2020 წლის აპრილში უნდა გამართულიყო, მაგრამ
დადგმა ვერ განხორციელდა. ხელისშემშლელი მიზეზი პანდემია
გახდა.
მესხიშვილის თეატრი სეზონს ივლისის ბოლოს დახურავს.
მასალის გამოყენების პირობები