გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მერია მცირე შტატიან
დაწესებულებებში ტესტირებას არ ჩაატარებს, არ ადასტურებენ.
ქუთაისის ააიპ გაერთიანებებში თანამშრომელთა ტესტირება ეტაპობრივად
მიმდინარეობს. მერიამ ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპები უკვე
ჩაატარა სამ ააიპ გაერთიანებაში.
გასაუბრების შედეგებს ამ დრომდე ელოდებიან "სპორტულ დაწესებულებათა
გაერთიანებაში" გამოცხადებული კონკურსის მონაწილეები.
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მერია მცირე შტატიან
დაწესებულებებში ტესტირებას არ ჩაატარებს, არ ადასტურებენ ადგილობრივ
თვითმმართველობაში.
ტესტირებისთვის უკვე ემზადებიან ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის
საჯარო ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკაში ტესტირების ჩატარებას მერია 21
თებერვალს გეგმავს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება ააიპ დაწესებულებებში
თანამშრომელთა კონკურსის გზით შერჩევის პროცესი. ქუთაისის მერიაში
ამბობენ, რომ ამის პროგნოზირება შეუძლებელია.
მარიამ პატარაია
მასალის გამოყენების პირობები