ახალი ამბები
ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო
FaceBook
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა დღეიდან, 3 ივლისიდან, დაიწყო.

ატესტატს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს.

სკოლადამთავრებულები დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში შეძლებენ.

აბიტურიენტები მზა ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.

დოკუმენტის უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთება მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. ატესტატის დაჩქარებული წესით აღების შემთხვევაში კი, დაწესებულია შესაბამისი საფასური.

ატესტატის მიღება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაა შესაძლებელი. ელექტრონული ატესტატი ორიგინალი დოკუმენტის ასლია, რომელიც დედნის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.

დაინტერესებულ პირებს მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად შეუძლიათ ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა. ამისათვის უნდა გამოიყენონ განცხადების ჩაბარებისას მათთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომერი და კოდი.

აბიტურიენტებს ელექტრონული ატესტატით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლიათ, იმის მიუხედავად, გაიტანენ თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით წელს სკოლა 47 306-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინოფრმაციით, 12-14 აპრილს, საქართველოში
შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
12:57 / 11.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინოფრმაციით, 12-14 აპრილს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
42 დღიანი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილე
მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს შეხვდა.
17:15 / 10.04.2025
42 დღიანი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილე მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს შეხვდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.