ხარაგაულში, სოფელ მარელისთან, მეწყერში მოყოლილი 77 წლის მამაკაცის
ცხედარი იპოვეს.
მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები დღისა და
ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, საფრენი აპარატი
დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ
სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი, მაშველი ძაღლით და კრიმინალური
პოლიცია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში, ფერდობიდან ცენტრალური
სარკინიგზო ლიანდაგზე მიწის მასა სამი დღის წინ ჩამოიშალა.
მასალის გამოყენების პირობები