გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-5 ივლისს, საქართველოში,
ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
ამასთან, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია
სეტყვა.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, მხოლოდ 4 ივლისს შესაძლოა
გაწვიმდეს, დანარჩენ დღეებში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები