2016 წლის 18 თებერვალს ქუთაისში ნიკეას ქუჩის მოსახლეობას ხუთი დღით
გაზის მიწოდება შეუწყდება.
ბუნებრივი
აირის მიწოდების შეზღუდვა ნიკეას უბანში საშუალო წნვევის გაზსადენზე
სარემონტო-საექსპლოატაციო სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება,
რომელსაც კომპანია "სოკარგაზი" განახორციელებს.
გაზის გათიშვის შესახებ ინფორმაციას ნიკეას ადმინისტრაციული ერთეული
ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდება ხვალ დილის 10
საათიდან 22 თებერვლის 18 საათამდე შეწყდება.
ნიკეას ადმინისტრაციული ერთეული მოსახლეობას აფრთხილებს გაზის ყველა
ხელსაწყო გათიშულ მდგომარეობაში იქონიონ.
მასალის გამოყენების პირობები