22 ივნისს, ფესტივალი
"თეატრალური იმერეთი 2023"-ის ფარგლებში,
მესხიშვილის თეატრის სცენა
ხარაგაულის თეატრს დაეთმობა.
წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „დოდოს მოლოდინში“ დათო ტურაშვილის
ამავე სახელწოდების პიესის
მიხედვით. დადგმა რეჟისორ ირინე ჩხეიძეს ეკუთვნის.
სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
"თეატრალური იმერეთი 2023"- ში მონაწილეობას იმერეთის თორმეტივე
მუნიციპალიტეტის თეატრი იღებს.
ფესტივალში მონაწილეობენ
თეატრალური დასები იტალიიდან და აზერბაიჯანიდან.
ჯამში ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 15 სპექტაკლი.
პროექტს უკვე მეთოთხმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად
ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე
მუნიციპალიტეტი.
მასალის გამოყენების პირობები