მძღოლები
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კომპანიის მიერ დადგენილ გაიაფებულ
ტარიფებს აპროტესტებენ.
ქუთაისში, ტაქსების კომპანია "მაქსიმის" მძღოლები გაიფიცნენ. ისინი
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კომპანიის მიერ დადგენილ გაიაფებულ
ტარიფებს აპროტესტებენ. საუბარია, 0. 10 თეთრზე, რადგან "მაქსიმმა"
აქციის ფარგლებში კილომეტრზე ათი თეთრით შეამცირა ტარიფები.
გაფიცული მძღოლების განმარტებით, მათ არანაირი მოგება არ რჩებათ და
არსებული ტარიფი მათთვის მიუღებელია.
"მაქსიმის" მომსახურეობა პირველ ორ კილომეტრზე ორ ლარს შეადგენს,
მომდევნო კილომეტრებზე კი დამატებით 0.50 თეთრს, აქციის შედეგად კი
ტარიფი 10 თეთრით შეამცირეს.
გაფიცვის შემდეგ კომპნიამ გადაწყვიტა კვლავ შეცვალოს ტარიფი და
მძღოლების მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
"გვინდოდა მგზავრებისთვის უდრო მეტად შემცირებული ტარიფებით
შეგვეთავაზებინა მომსახურება, მაგრამ მძღოლების უკმაყოფილების გამო არ
გამოვიდა. უახლოეს ერთ საათში ისევ ძველი ტარიფით ვიმუშავებთ და
პრობლემაც აღარ იქნება", - ამბობს "მაქსიმის" წარმომადგენელი ავთანდილ
მოსეშვილი.
მასალის გამოყენების პირობები