ადგილობრივი
თვითმმართველობა
სააპელაციო
სასამართლოში სარჩელს ათ დღეში შეიტანს.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მიერ მიღებული
გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მერიის
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის, ზვიად წაქაძის
განმარტებით, მერია სააპელაციო სასამართლოში სარჩელს ათ დღეში
შეიტანს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის 15 თებერვლის
გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერიასა და "ნაციონალური მოძრაობის"
ადგილობრივ ორგანიზაციას შორის დავა შეწყდა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი
რობიზონ ხურცილავა ამბობს, რომ მოსამართლემ გენადი მაკარიძემ
საქმის წარმოება სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის
გამო შეწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები